"ოცნების" მორიგი ტყუილი - ევროკავშირისთვის უარის შემდეგ მთავრობამ 115 მილიონი დოლარი ისესხა
ხელისუფლების მორიგი ტყუილი - მთავრობამ 5 დღეში ორი საგარეო ვალი აიღო. მთავრობამ აზიის განვითარების ბანკიდან 115 მილიონი დოლარი ისესხა. ეს იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირს 75 მილიონინ დახმარებაზე უარი იმ მოტივით უთხრა, რომ ქვეყანას ამის საჭიროება არ ჰქონდა.
ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობამ 100 მილინონი დოლარი ელექტროსისეტის რეფორმირებისთის, ხოლო 15 მილინო დოლარი კორონავაქცინაციისთის ისესხა.
ოპოზიცია მმართველ გუნდს ტყუილხი ამხელს.
მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" ამბობდა, რომ ჩვენ თანხები არ გვჭირდება, ვნახეთ, რომ აზიის განვითარების ბაკიდან, ფაქტობრივად, იგივე თანხა 300 მილიონი ლარი დამატებით ისესხეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ თავიდან ბოლომდე არის "ფეიკი" "ქართული ოცნება", - თქვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.