რა სპეცსამსახური ხარ თუ ამხელა მოცულობის დოკუმენტები შენგან გამოაქვთ? - გრიგოლ ვაშაძე
"მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი, გრიგოლ ვაშაძე სუს-იდან გამოჟონილ საიდუმლო ფაილებთან დაკავშირებით ამბობს, რომ აღნიშნული მასშტაბის მოსმენების განხორციელება მხოლოდ სახელმწიფოს შეეძლო. ვაშაძის თქმით, სუს-იდან აღნიშნული საიდუმლო მასალების გამოტანა ამ უწყების უნიათობაზე მეტყველებს.
არავის, სახელმწიფოს გარდა, არ ძალუძს ამ მასშტაბის მოსმენების გაკეთება, შემდეგ ამ ფაილების მომზადება, ამის საფუძველზე მოხსენებითი ბარათების დაწერა და შემდეგ ინტერნეტში ატვირთვა. რომ დავუშვათ ერთი წუთით, რომ კაი, გააკეთეს... შე დალოცვილო, სპეცსამსახური ხარ... რა სპეცსამსახური ხარ თუ ამხელა მოცულობის დოკუმენტები შენგან გამოაქვთ და ვიღაცა ტვირთავს, - თქვა გრიგოლ ვაშაძემ.