რისთვის მემუქრება საკანი, რომ ქართული სახელმწიფო ავაშენე? - მიხეილ სააკაშვილი

24.09.21 22:51
რისთვის მემუქრება საკანი, რომ ქართული სახელმწიფო ავაშენე? - მიხეილ სააკაშვილი

თუ ქართველი ხალხი დაუშვებს იმას, რომ ივანიშვილმა, ამ ტლუმ, "ბეზპრედელშიკმა" გაიტანა ის, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი გაუშვან ციხეში, მაშინ ყველაფრის ღირსი ვყოფილვართ! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ყველა ის ბრალდება, რომელიც მას წაუყენეს, ყალბია და ეს მოქმედმა ხელისუფლებამაც იცის. 

რატო, რისთვის მემუქრება საკანი, რისთვის, რომ ქართული სახელმწიფო ავაშენე, იმისათვის, რომ ერთი კაპიკი არ წამიღი საქართველოდან, იმისათვის, რომ 12–ჯერ გავზარდე ბიუჯეტი, იმისათვის, რომ სიღარიბე სამჯერ შევამცირე, იმისათვის, რომ 4–ჯერ გავზარდე საქართველოს ეკონომიკა?
თუ ქართველი ხალხი დაუშვებს იმას, რომ ივანიშვილმა, ამ ტლუმ, ბეზპრედელშიკმა გაიტანა ის, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი გაუშვან ციხეში, მაშინ ყველაფრის ღირსი ვყოფილვართ! ქართველმა ხალხმა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, მე არაფრის არ მეშინია. მე ვკარგავ ჩემს ქვეყანას, ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ქვეყანას და მივდივართ ბოლომდე! თუ ქართველი ხალხი მზად არის, რომ მისცეს მას საშუალება, რომ სააკაშვილი გაუშვას ციხეში, კი, ბატონო! მაგრამ მთავარი კითხვა აქ არის: ერთი კაპიკი არ დამიკლია საქართველოზე, ყველა ის ბრალდება, რომელიც მე წამომიყენეს, არის თავიდან ბოლომდე ყალბი და ეს ყველამ იცის დამ მათ შორის, მათ იციან ეს ყველაფერი. კი, ბატონო, მომკიდეთ ხელი და... არ შერცხვება ყველა იმას, მათ შვილთაშვილებს, რომ იმ ადამიანზე, რომელსაც ამერიკის კონგრესი მიწოდებს ჩვენი რეგიონის ჯორჯ ვაშინგტონს, აიღეს და ჩაკეტეს დილეგში?!,
- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.