დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს მიწის ოკუპაცია - ღარიბაშვილი გაეროში

25.09.21 11:42
დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს მიწის ოკუპაცია - ღარიბაშვილი გაეროში

"ყველას მოგმართავთ თხოვნით: დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის 76-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ჩვენი გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს. ჭეშმარიტად გლობალური მოქალაქის იდეისადმი ჩვენი ქვეყნის ერთგულებას წინ ვერაფერი დაუდგება და ვერც გარე ძალები შეაფერხებს, თუმცა ჩვენი  მრავალნაბრძოლი თავისუფლება ყოველ დღე ექცევა გამოწვევების ქვეშ. ჩვენივე მიწაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ვხდებით ჰუმანიტარული კრიზისის მომსწრე, რომელზეც პასუხისმგებლობა მხოლოდ ოკუპანტ ძალას აკისრია"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.