ცაგერში მერობის კანდიდატის მანქანა დაცხრილეს

25.09.21 12:50
ცაგერში მერობის კანდიდატის მანქანა დაცხრილეს

ცა­გე­რის მე­რო­ბის კან­დი­და­ტს ბე­სა­რი­ონ ბენ­დე­ლი­ა­ნის საცხვრებელი სახლის წინ ავ­ტო­მო­ბი­ლი დაუცხრილეს.

ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდში მომხდარს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ. პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიას, ფაქტობრივად, ვერ ატარებენ.

პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება "ოცნების" ხელმძღვანელობას: კობახიძეს, კალაძეს, ღარიბაშვილს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ამართლებენ ძალადობას და ახალისებენ სიძულვილის ენას. პასუხისმგებლობა ეკისრება შს მინისტრ გომელაურს, გენერალურ პროკურორ შოთაძეს, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით, არ გაინძრნენ. ეს ადამიანები დანაშაულს ვერ ხედავენ და არ რეაგირებენ სისტემურ დანაშაულზე".- განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა და დასძინა: "არავინ იცის, არჩევნების დღეს ეს ყველაფერი სანამდე მივა".