პოლიცია არჩევნებისთვის ხმების მობილიზებისთვის - შსს-ს პასუხი "ტვ პირველს"

25.09.21 13:13
პოლიცია არჩევნებისთვის ხმების მობილიზებისთვის - შსს-ს პასუხი "ტვ პირველს"

შინაგან საქმეთა სამინისტრო "ფეიკ ნიუსს" უწოდებს "ტვ პირველისთვის" მოწოდებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან.

გომალაურის უწყებაში ირწმუნებიან, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკურად ნეიტრალური უწყებაა. 

გომელაურის უწყება მედიას "პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში" ადანაშაულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათი მთავარი ამოცანაა ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა.

პირველების" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, საგანგებო თათბირი გაიმართა, რომელსაც მინისტრი, ვახტანგ გომელაური პირადად ხელმძღვანელობდა. 

წყარო შსს-დან "ტვ პირველთან" აცხადებს, რომ გომელაურმა სამხარეოს მაღალჩინოსნები დაიბარა და დირექტივები მისცა. 

მინისტრის ბრძანებით, თითო პოლიციელს ექნება 20 კაციანი სია და მათი დავალება იქნება, სიაში მყოფი ადამიანები არჩევნებზე მიიყვანოს. მთავარი მოთხოვნაა, სიაში მყოფმა პირებმა 41, ანუ "ქართული ოცნება" შემოხაზონ. 

წყაროს ცნობით, დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში გომელაური პოლიციელებს სამსახურიდან დათხოვნით დაემუქრა.