ანი წითლიძე საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების გასაყალბებლად მზადებაში ადანაშაულებს

25.09.21 14:15
ანი წითლიძე  საოლქო საარჩევნო კომისიას  არჩევნების გასაყალბებლად მზადებაში ადანაშაულებს

ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საოლქო საარჩევნო კომისიასა და მმართველ გუნდს არჩევნების გასაყალბებლად მზადებაში ადანაშაულებს.

პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათ 15 საარჩევნო უბანი შეისწავლეს და აღმოჩნდა, რომ მათ უმეტესობაში გასატანი ყუთის სიაში ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირებია შეყვანილი, რომელთაც გადასატანო ყუთის საჭიროება არ აქვთ. მათი რაოდენობა 124-ს შეადგენს.

საარჩევნო კოდექსის 33 მუხლის მიხედვით, გადასატანი საარჩევნო ყუთის სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ ადამიანებს ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არჩევნების დღეს არ შეუძლიათ საარჩევნო უბანში მისვლა. 
ზუგდიდის 15 უბანში გადასატან ყუთზე 150 ჯანმრთელი ადამიანი ვიპოვეთ, ყველა მათგანი ქართული ოცნების წევრი, ან მერიის თანამშრომლის ოჯახის წევრია 
გვაქვს ისეთი შემთხვევაც კომისიის წევრი რომ უწერიათ სხვა უბნის გადასატან ყუთში. 
საჩივრები შეტანილი გვაქვს საოლქოში. ყველა მათგანის ამოღება მოუწევთ"- აცხადებს წითლიძე. 

თავის მხრივ, 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ბრალდებების პასუხად განმარტავენ, რომ გადასატანი ყუთების შედგენა ჯერ არ დასრულებულა. კომისიის თავმჯდომარის  მირანდა მესხის ინფორმაციით, სიებს შესაბამისი კომისია სწავლობს.

მსგავსი სიახლეები