დროა, აიღოთ ბილეთები და ჩახვიდეთ საქართველოში, იმავეს ვაპირებ მეც - სააკაშვილის მიმართვა
ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ აიღოთ ბილეთებია ჩახვიდეთ საქართველოში - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
მისი თქმით ახლა წყდება საქართველოს ბედი. "მუხტი იწევა, განწყობა საბრძოლოა, გამარჯვება ახლოსაა“,-აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი" - აცხადებს მესამე პრეზიდენტი და ემიგრაციაში მყოფ ქართველებს მიმართავს:
მინდა მივმართო უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს - ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ ბილეთი აიღოთ და საქართველოში ჩახვიდეთ, ახლა წყდება საქართველოს ბედი. მე ეს ვიცი, იგივეს გაკეთებას ვაპირებ.
ვისაც არ შეუძლია იმის გამო, რომ დოკუმენტები არ აქვს წესრიგში, სამსახური არ აძლევს ამის საშუალებას, დაურეკეთ ახლობლებს და ნათესავებს, უთხარით, რომ ყველანი არჩევნებზე მივიდნენ.
არავინ ჩამოუშვას ხელები, ეს არის გადამწყვეტი დრო! დროა, როდესაც ყველამ ყველაფერი უნდა გადავდოთ, ყველაფერი უნდა ჩავდოთ გამარჯვებაში, რომელიც არის ახლოს“, -აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მისი თქმით, მმართველი პარტია საკუთარი კვლევებითაც კი 43%-იან ბარიერს ვერც კი უახლოვდება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ოპოზიციასაც მიმართავს და ამბობს, რომ ძველი ქიშპობა უნდა დაივიწყონ:
ჩვენ ახლა გვმართებს ერთიანობა, ერთიანი ფრონტით უნდა შევიდეთ განსაკუთრებით გაყალბებების წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, უნდა იყოს ფართო კოალიციური შეთანხმება, უნდა შევძლოთ ერთად ამ გარდამავალ პერიოდში სიტუაციის გამოცვლა. ახლა ძველი ქიშპობა, კბენა უნდა დავივიწყოთ, თუ, რა თქმა უნდა, ვიღაც პირდაპირ ივანიშვილზე არ მუშაობს და მისგან არ იღებს ამისთვის ანაზღაურებას. აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან კარგი ხალხია, მომწონს „გირჩის“, ზურაბ ჯაფარიძის ხალხი, დიდი სიურპრიზია, რომ „ლეიბორისტულ პარტიას“ ძალიან კარგი ახალგაზრდობა ჰყავს, ელენე ხოშტარიას ჰყავს ძალიან კარგი ხალხი, უამრავი სხვა ჯგუფია, რომელიც საინტერესოა“,- თქვა სააკაშვილმა.