პირდაპირ ვამბობ, მომხდარს ვუკავშირებ სუსს - გახარიას თანაგუნდელი მანქანის დაცხრილვაზე

25.09.21 15:04
პირდაპირ ვამბობ, მომხდარს ვუკავშირებ სუსს - გახარიას თანაგუნდელი მანქანის დაცხრილვაზე

ცაგერის მერობის კანდიდატი  ბესარიონ ბენდელიანი მისი ავტომობილის დაცხრილვის უკან ხელისუფლებისა და სუს-ის ინტერესს ხედავს. 

 ბენდელიანი მედიასთან ამბობს, რომ მომხდარი მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება.    

პირდაპირ ვამბობ - მომხდარს ვუკავშირებ სუსს. ეს უწყება იმის ნაცვლად რომ ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოებას იცავდეს, ესენი ცაგერის მოსახლეობას, განსაკუთრებით პედაგოგებს , საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, მოსახლეობის ნაწილს აშინებენ და ეუბნებიან შემოხაზონ 41. 

ერთადერთი, რასაც ამ ფაქტს ვუკაშირებ არის ჩემი პოლიტიკური აქტივობა. მინდა, ვუთხრა ბატონ ღარიბაშვილს, ძალიან კარგად მიცნობს ის მე. 2 ოქტომბერს ლეჩხუმიდან, ცაგერიდან დაიწყება ამ მავნებლური ორგანიზაციის, ოცნების დემონტაჟი"- აცხადებს მერობის კანდიდატი.