მელიამ შეიძლება მწვანე შუქად მიიღოს - კობახიძე ჰარცელს ისევ აკრიტიკებს

25.09.21 15:50
მელიამ შეიძლება მწვანე შუქად მიიღოს - კობახიძე ჰარცელს ისევ აკრიტიკებს

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის იერიში ევროკავშირის ელჩზე - კობახიძის განცხადებით კარლ ჰარცელის შეფასება მელიასთან დაპირისპირების შესახებ შესაბამისი არ იყო.

მეტიც, კობახიძეე ფიქრობს, რომ დიპლომატის შეფასება შესაძლოა  ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ მწვანე შუქადაც აღიქვას.

მელიამ შეურაცხყოფა მიაყენა ევროკავშირის ოფისსაც, რადგან ის შედიოდა ევროკავშირის ოფისში. როდესაც ასეთ რაღაცას აკეთებს ფორმალური თავმჯდომარე თუნდაც მთავარი ოპოზიციური პარტიის, ეს რა თქმა უნდა, საჭიროებს მძიმე შეფასებას, მაგრამ ჩვენ ეს შეფასება ვერ მოვისმინეთ. როდესაც ასეთი მძიმე პროვოკაცია ხორციელდება, ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება. როდესაც ასეთი შეფასება არ არის სახეზე, ასეთ შემთხვევაში მელიასნაირმა ადამიანმა შეიძლება მიიღოს, როგორც მწვანე შუქი შემდეგ პროვოკაციებზე", - ამბობს კობახიძე.

მელია კობახიძის დაპირირების შემდეგ, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა შემაშფოთება გამოთქვა და თქვა, რომ ამ საკითხზე კომუნიკაცია შესაბამის სამსახურებთან ჰქონდა.

ელჩი მხარეებს თავშეკავებისაკენ მოუწოდებს. 

მსგავსი სიახლეები