2 ოქტომბრის არჩევნებისთვის 3 497 345 ამომრჩეველია

25.09.21 16:55
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის 3 497 345 ამომრჩეველია

2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345 ამომრჩეველს შეადგენს. 

ცესკოს სპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობის პროცესი დაასრულა.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345 ათასს შეადგენს. თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობაა მილიონ 2 ათას 900, აქედან 41 314 რეგისტრირებულია კრწანისის ოლქში, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელსაც წელს პირველად ეძლევა შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობის, ვინაიდან მათ კენჭისყრის დღისთვის უსრულდებათ საარჩევნო ასაკი, არის 39 135“, - განაცხადა იოსელიანმა.

მსგავსი სიახლეები