საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ეს უცხოელების ყურადღებაზე გათვლილი აქციაა! - ვოსკი მანქანის დაცხრილვაზე
ცაგერში ექსპრემიერ გიორგი გახარიას თანაპარტიელის მანქანის დაცხრილვას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ეხმაურება.
მისი შეფასებით, ფაქტი "უცხოელების ყურადღებაზე გათვლილი აქციაა".
ვერც ერთი ჭკუათმყოფელი ვერ დაიჯერებს, რომ ცაგერში მომხდარი თავდასხმა მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა ჩაიდინეს. აღარ ავხსნი რატომ. საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ეს უცხოელების ყურადღებაზე გათვლილი აქციაა! ერთი, რომ ქვეყანაში არსებული გარემო, ქართული საზოგადოება ველურად წარმოადგინოს - საერთაშორისო ტრიბუნიდან პრემიერი მაღალ რეიტინგებზე და დემოკრატიაზე საუბრობს, აქ კი ისვრიან! და მეორე, პროგრამა მაქსიმუმი - იქნებ, მმართველი პარტიისაკენ გამოიშვიროს ვინმემ ხელი", -წერს ვოლსკი Facebook-ზე.
ცაგერში გახარიას პარტიიდან მერობის კანდიდატის, ბესარიონ ბენდელიანის მანქანას დაცხრილეს.
ბენდელიანი და პარტია "საქართველოსთვის" პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.