ქურდები კალაძის სამსახურში - რას სთავაზობს მოქმედი მერი "შავებს" უბნის დალაგების სანაცვლოდ (ვიდეო)

25.09.21 20:25
ქურდები კალაძის სამსახურში - რას სთავაზობს მოქმედი მერი "შავებს" უბნის დალაგების სანაცვლოდ (ვიდეო)

ე.წ. კანონიერი ქურდები კახა კალაძის სამსახურში - "შაბათის ეთერმა" მიაგნო "ფოსტალიანს", რომელსაც კახა კალაძის თხოვნა "კრიმინალურ ავტორიტეტებამდე" ჩააქვს. 

"კრიმინალური სამყაროს" ნდობით აღჭურვილი კადრი - "ტარაკანა" შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ, ახლა საგანგებო მისიით "კანონიერ ქურდებთან" შესახვედრად თურქეთში იმყოფება. 

გამომძიებელმა ჟურნალისტმა გიორგი მარსაგიშივლის ჩაწერა მოახერხა, თუმცა "ტარაკანა" წყობიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც შეიტყო, რომ მისი პასპორტის ასლი და საზღვრის კვეთის შესახებ ყველა დოკუმენტი "შაბათის ეთერის" ხელში აღმოჩნდა. 
 

ჩვენი ინფორმატორის მტკიცებით, ევროპასა და თურქეთში დაბანაკებულ ქართველ "კანონიერ ქურდებთან" მარსაგიშვილი კახი კალაძის გარემოცვამ გააგზავნა. ქართულ ოცნებას არჩევნების მოსაგებად "შავების" დახმარება სჭირდება. 

"ქართულ ოცნებასა" და კრიმინალური სამყაროს შორის შუამავალი, გიორგი მარსაგიშვილი რომ საქართველოს საზღვრებს გარეთაა ამას მისი ოჯახის წევრებიც ადასტურებენ, თუმცა მათთვის უცნობია უმუშევარი და ციხიდან ახალი გამოსული მამაკაცი ზედმეტი სახელით ტარაკანა რა სახსრებით გაემგზავრა ევრო ტურში.

საზღვრის კვეთის შტამებით დგინდება, რომ კახი კალაძის გარემოცვის სანდო ადამიანი, "ქართული ოცნების" საარჩევნო მისიით "ქურდებთან" შესახვედრად თბილისიდან ჯერ პოლონეთში გაემგზავრა, შემდეგ ბულგარეთში, საბერძნეთში და შემდეგ უკვე თურქეთში. 

წყაროს ინფორმაციით, ევრო ტურში "ტარაკანა" კახი კალაძის ცოლის ძმამ გიორგი არეშიძემ გააგზავნა. მან უნდა გააფორმოს არაფორმალური შეთანხმება კალაძის გუნდსა და შავებს შორის. თუ კანონიერი ქურდები ამ არჩევნებზე კალაძის სასარგებლო იმუშავებენ, დაპირებაა რომ არჩევნების შემდეგ ბენეფიტებს მიიღებენ.  

"შაბათის ეთერმა" ინფორმაციის გადამოწმება თავად კახა კალაძესთან სცადა, თუმცა დედაქალაქის მერმა პარტიული ღონისძიება უპასუხოდ დატოვა. 

ის რომ გიორგი მარსაგიშვილი თურქეთში "კანონიერ ქურდებთან" შესახვედრად იმყოფება, "შაბათის ეთერისთვის" მოწოდებული ფოტოებიც ადასტურებს. ჩვენ ხელშია ასევე მარსაგიშვილი და ქურდები ვიდეო ზარებით მოლაპარაკებების დამადასტურებელი ფოტო ასლები. 

"ტარაკანასა" და ე.წ. ქურდების ახლო კავშირზე მეტყველებს ნათლობის მოწმობაც, რომელიც ტვ პირველს გამოუგზავნეს. ირკვევა, რომ მან საქართველოში შვილი ცოტა ხნის წინ სწორედ ორ "ქურდს" მოანათლინა. 

"შაბათის ეთერი" "ქურდებთან" გაგზავნილი შუამავლის შესახებ კახი კალაძის ცოლის ძმასთანაც მივიდა. ჩვენი ინფორმატორი გვწერს რას დაპირდა კალაძე ხმების მობილიზების სანაცვლოდ შავებს, თუმცა გიორგი არეშიძე იმალება. მიმალვაშია ციხეების სამსახურის ერთ ერთი მაღალჩინოსანი გიორგი ქემოკლიძე. ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ქემოკლიძეს ჩააბარეს ქურდების მოთხოვნების შესრულება, თუ კი ისინი კალაძეს საარჩევნოდ დაეხმარებიან. 

ქართულ ოცნებას ახლა ყველაზე მეტად გლდანში უჭირს, ამიტომ დახმარება ნოდო "გლდანსკის" სთხოვეს, ის ახლა საჯელს საბერძნეთის ციხეში იხდის. ჩვენი ინფრომაციით კალაძის ცოლის ძის შუამავალი "ტარაკანა" "ნოდო გლდანსკის" ციხეში რამდენიმე თვის წინ შეხვდა. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები