გალერის მიერ ივანიშვილის ფრანგული სანქციების შესახებ გაკეთებულ განცხადებას პაპუაშვილი პასუხობს

09.04.25 20:55
გალერის მიერ ივანიშვილის ფრანგული სანქციების შესახებ გაკეთებულ განცხადებას პაპუაშვილი პასუხობს

ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის განცხადებას, საფრანგეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ზომების მიღებასთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილი პასუხობს.

არალეგიტიმური პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარე ევროპარლამენტარსა და საბჭოთა კავშირს შორის ტოლობის ნიშნას სვამს.

ეს ღრმად საბჭოთა აზროვნებაა - ამბობს პაპუაშვილი. 

საბჭოთა კავშირს ნუ გვადარებთო, არადა კონფისკაცია და ექსპროპრიაცია სწორედ კომუნისტების ხელწერა იყო. ასე რომ, კი, ეს ღრმად საბჭოთა აზროვნებაა და რაც უფრო მალე გააცნობიერებენ, საით მიაქანებს ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი ევროკავშირს, მით უკეთესი,” - წერს პაპუაშვილი “ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდა - "ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, თუ მას საფრანგეთში ქონება აქვს, მაშინ ზომები უნდა მივიღოთ". 

მსგავსი სიახლეები