ზარდიაშვილი აქამდე ციხეში უნდა იჯდეს - ნათელაშვილი მესიჯით შეკვეთილ განაჩენებზე

26.09.21 11:08
ზარდიაშვილი აქამდე ციხეში უნდა იჯდეს - ნათელაშვილი მესიჯით შეკვეთილ განაჩენებზე

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, გუშინ "ტვ პირველის" შაბათის ეთერში გასული სკანდალურ სიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც საუბარია სასამართლო სისტემაში მესიჯებით შეკვეთილ განაჩენებზე.

საქართველოში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს შეგვიძლია, თავისუფლად დავარქვათ ბიძინა ივანიშვილის სახელი, უკიდურეს შემთხვევაში, უჩა მამაცაშვილის სახელი, ადიკო ივანიშვილის, კახი კალაძის სახელი, საქართველოსი არაფერი აღარ დარჩა ამ ქვეყანაში, თუ არ დავიბრუნებთ ჩვენ საქართველოს, მათ შორის, პირველ რიგში სასამართლოს, სადაც კანონის უზენაესობაზე საუბარი ოცნების სფეროს განეკუთვნება. ზარდიაშვილი აქამდე ციხეში უნდა იჯდეს და განხორციელდება, როგორც კი ხელისუფლებას შევცვლით", - თქვა შალვა ნათელაშვილმა.