ვერ გაბედავს, არც შნო აქვს და არც რესურსი - კობახიძე სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე

26.09.21 13:47
ვერ გაბედავს, არც შნო აქვს და არც რესურსი - კობახიძე სააკაშვილის  საქართველოში ჩამოსვლაზე

ვერ გაბედავს ამის გაკეთებას, მას ამის არც შნო აქვს და არც რესურსი, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში ჩამოსვლასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, განცხადებას.

ვერ გაბედავს, მიზეზების და საბაბების ძებნა არ გაუჭირდება, შეიძლება, ბევრ რაღაცას დააბრალოს, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ვერ გაბედავს ამის გაკეთებას, მას არც ამის შნო აქვს და არც რესურსი“, - თქვა  ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ დაანონსა და ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

მინდა, მივმართო უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ, ბილეთი აიღოთ და საქართველოში ჩახვიდეთ, ახლა წყდება საქართველოს ბედი. მე ეს ვიცი, იგივეს გაკეთებას ვაპირებ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში.