წინასაარჩევნო მოსყიდვა - "ოცნება" მოსახლეობას პროდუქტებს ურიგებს
"ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ სურსათს არიგებს. ხმების მობილიზება მმართველმა გუნდმა გლდანში დაიწყო. დასარიგებლად მომზადებულია 2 ათასამდე ამანათი. ფაქტი ტვ პირველის კამერამ დააფიქსირა, რასაც ადგილზე ხმაური მოჰყვა.