დაპირისპირება გმირთა მემორიალთან - ორგანიზაციის „დევნილები დევნილებისთვის“ თავმჯდომარე დააკავეს
დაპირისპირება გმირთა მემორიალთან - ორგანიზაციის „დევნილები დევნილებისთვის“ წარმომადგენლები პოლიციას დაუპირისპირდნენ. დაკავებულია ორგანიზაციის თავმჯდომარე, ირაკლი ტორუა.
ორგანიზაცია აფხაზეთის მთავრობის გადადგომას ითხოვს. პოლიციამ მათ გმირთა მემორიალის ტერიტორია დაატოვებინა, რასაც სამართალდამცველებსა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
ორგანიზაციის წევრები გმირთა მემორიალთან აქციას აგრძელებენ. პოლიციამ სპეციალური კორდონი გააკეთა.
სოხუმის დაცემიდან დღეს 28 წელი გავიდა. გმირთა მემორიალთან მთავრობის წარმომადგენლებს და პოლიტიკოსებს ელოდებიან.