შვილმკვდარ დედას გარდაცვლილის სურათი დაუმტვრიეს - დაპირისპირება გმირთა მემორიალთან (ვიდეო)
გმირთა მემორიალთან პოლიციელები ამ დრომდე რჩებიან - რამდენიმე წუთის წინ აფხაზეთის ომში დაღუპულების ახლობლები პოლიციამ დააკავა.
"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, შვილმკვდარ დედას გარდაცვლილი შვილის სურათი დაუმტვრიეს.
რა დავაშავე, 19 წლის შვილი რომ შევწირე ქვეყანას?" - აცხადებს შვილმკვდარი დედა.
ირაკლი ღარიბაშვილის მოახლოებული ვიზიტის გამო აფხაზეთიდან დევნილები გარდაცვლილი ოჯახის წევრების ხსოვნისათვის პატივის მისაგებად არ მიუშვეს.
მინისტრთა კაბინეტის წევრები ქვეყნის ისტორიაში ერთ ერთ ყველაზე მძიმე დღეს გმირთა მემორიალთან, ათობით პირადი მცველის თანხლებით, მივიდნენ, ხალხი ქუჩის გადაღმა იდგა და ახლობლებისთვის პატივის მიგების საშუალებაც არ მისცეს.