"ამ დღეს ვიხსენებთ მწუხარებითა და იმედით" – აშშ-ის საელჩო სოხუმის დაცემაზე
28 წელი სოხუმის დაცემიდან - დაღუპულთა ხსოვნია პატივი აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა სტეფანი ბეგლიმ და საქართველოში,, უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის" წევრებმა მიაგეს. მათ გმირთა მოედანი გვირგვინით შეამკეს.
28 წლის წინ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ სოხუმი დაეცა. ამ მძიმე ტრაგედიას ათასობით სიცოცხლე შეეწირა და ასობით ათას ადამიანს სახლის იძულებით დატოვება მოუწია.
ჩვენ ამ დღეს ვიხსენებთ მწუხარებით და იმედით, რომელიც ამდენი იძულებით გადაადგილებული ადამიანის გულში რჩება- ნათქვამია განცხადებაში.