ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია - სკანდალში გახვეული ლილუაშვილი გამოჩნდა

27.09.21 11:17
ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია - სკანდალში გახვეული ლილუაშვილი გამოჩნდა

"სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია"- ამ კომენტარით გამოჩნდა სუს-ის შეფი მედიასთან. სკანდალში გახვეული გრიგოლ ლილუაშვილი "პროვოკაციაზე" საუბრობს, თუმცა ვისი მხრიდან იგეგმებოდა პროვოკაცია, არ ამბობს: 

გამოძიების შედეგად დადგება ის, რა პროვოკაციაც იგეგმებოდა, გაირკვევა სიმართლე და ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა. სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია მსოფლიოში. ვერ მოიგებენ ვერც საქართველოში, ასე რომ, ყველაფერი წინ არის და დაელოდეთ"- უთხრა მედიას სუს-ის ხელმძღვანელმა. 

ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამოჟონილ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობას არ იღებს - "მე რა შუაში ვარ?!"

თქვენ რა იცით, რომ სუს-ის თანამშრომლები არ გადიან გამოკითხვას. რა თქმა უნდა, იკითხებიან სუს-ის თანამშრომლები", - აცხადებს მედიასთან ლილუაშვილი.