გიორგი გახარია: რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ

14.04.25 12:41
გიორგი გახარია: რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ

 

 

გიორგი გახარიას სკანდალური განცხადება - ყოფილმა პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ე.წ. გავრილოვის ღამეს რეზინის ტყვიები მისი ბრძანებით არ გამოუყენებიათ. 

გახარია აკონკრეტებს, "სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მას და არც მის მოადგილეებს არ გაუციათ".

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრმა განმარტა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, მხოლოდ ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენების უფლება გასცა. 

ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, შესაბამისი გეგმის და პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ეხებოდა ცრემლსადენ გაზს, გავეცი მე, იმ შემთხვევაში, როდესაც ეხებოდა წყლის ჭავლს - გავეცი მე. სხვა შემთხვევებში, სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ. ზუსტად იგივე პასუხი არის დაკითხვის ოქმში,“ - განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე: ვინ გასცა სპეციალური საშუალებების [რეზინის ტყვიების] გამოყენების ბრძანება, გახარიამ აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, ვინ გასცა სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება.

თეა წულუკიანი: შესაბამისად, თქვენ ამბობთ, რომ ადგილზე მყოფმა კონკრეტულმა შეიარაღებულმა დანაყოფებმა, წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება წყლისა და ცრემლსადენი გაზის გარდა, ასეთი საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების გამოყენებაზე.

გიორგი გახარია: მე ვამბობ, იმას რასაც ვამბობ, მე ვამბობ, რომ ასეთი ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ.

თეა წულუკიანი: მაგრამ თქვენთვის ცნობილია ვინ გასცა ეს ბრძანება, თუ თვითნებობას ჰქონდა ადგილზე?

გიორგი გახარია: მე რომ მცოდნოდა, ცნობილი ყოფილიყო, რომ ასეთი ბრძანება არსებობდა, ან ვინმემ გასცა, რა თქმა უნდა მე მას დაკითხვის დროს გამოძიებას შევატყობინებდი.

თეა წულუკიანი: შესაბამისად, სხვას თქვენს ადგილას ასეთი ბრძანება არ გაუცია

გიორგი გახარია: შესაბამისად, ამის შესახებ მე არ ვიცი

თეა წულუკიანი: ეჭვი გაქვთ, რომ სხვამ გასცა, თქვენ იყავით შინაგან საქმეთა მინისტრი

გიორგი გახარია: მე არაფერი არ მაქვს, მე ვამბობ, რომ შესაბამისად მე არ ვიცი

მსგავსი სიახლეები