ხმაური წულუკიანის კომისიაზე: სათამაშოა გომურის ამოთხრილი თვალი?
ხმაური წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე, სადაც "ქართული ოცნების" წევრები შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გიორგი გახარიას კითხვებს უსვამენ.
გიორგი გახარია ითხოვს კომისიამ იმსჯელოს "გავრილოვი როგორ აღმოჩნდა საქართველოს პარლამენტის შენობაში."
გახარიას სიტყვა სოზარ სუბარმა გააწყვეტინა : "ეგ არ არის თქვენი საქმე, რასაც გეკითხებით უპასუხეთ":
ნუ მეჩრები დამამთავრებინე. თუ ეს კომისია არ არის მზად მოისმინოს პასუხები, მე ავდგები და წავალ, როცა მოემზადებით დამიძახეთ და მოვალ.
ქალბატონო თავმჯდომარე, სათამაშოდ მომიყვანეთ აქ?" - მიმართა წულუკიანს გახარიამ.
ამის შემდეგ წულუკიანმა გახარიას უპასუხა: "სათამაშოა მაკა გომურის ამოთხრილი თვალი?"
- „ბატონო გიორგი, ისე ნუ იზამთ, თითქოს ჩვენ დავთხარეთ ვიღაცას თვალები. გისვამთ კითხვებს. თქვენი ხელმძღვანელობის დროს მოხდა და გაგვეცით პასუხი“, - მიმართა წულუკიანმა შსყოფილ მინისტრს.
ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ „ნაცების“ კომისიაში ვარ მოსული - არ ჩამოგეყვანათ გავრილოვი, სავარძელში არ ჩაგესვათ და დამთავრდებოდა ყველაფერი! - თქვა ბრალდებების საპასხოდ შს ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, მაკო გომურს ზუსტად ისე იყენებენ კომისიაზე, როგორც მას „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს.
იმის მაგივრად, რომ ამ მძიმე ღამისა და ამ მძიმე კრიზისის წყარო რა იყო იმაზე საუბრობდეთ, მესაუბრებით ღობეზე და ზუსტად ისე როგორც „ნაცები“ იყენებენ მაკო გომურს, ზუსტად ისე იყენებთ მაკო გომურს. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ „ნაცების“ კომისიაში ვარ მოსული“, - განაცხადა გახარიამ, რასაც წულუკიანმა უპასუხა, რომ „ნაცებთან“ დგას თავად ის.
რამდენიმე წუთში გახარიამ კომისიას "უკეთ მომზადება ურჩია".
"ვეცდები ცოტა სწრაფად ვილაპარაკო, რადგან „ვბუქსაობთ“, - მიმართა შს ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ წულუკიანის საგამოძიებო კომისიის წევრს, ალუდა ღუდუშაურს, რაზეც პასუხი ისევ თეა წულუკიანმა გასცა.
„ბატონო გიორგი, თქვენ აღარ ხართ ჩვენი პრემიერ-მინისტრი, ძალიან გთხოვთ, „ვბუქსაობთ“, არ „ვბუქსაობთ“ - აღნიშნა მან.