გახარია სუბარს: ნუ ბოდავ
ხმაურია ამ წუთებში წულუკიანის ე.წ. კომისიაზე - ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ კომისისი წევრს, სოზარ სუბარს წარსული შეახსენა და უთხრა რომ "ბოდავს".
"ემოციები მართე, 2008 წელს შენ იყავი, რომელმაც მიშას გაყალბებული არჩევნები აღიარე, ვიდეოებსაც განახებ. არ იყო ასე?!"- მიმართა მან სუბარს.
წულუკიანის რეპლიკაზე "ნუ უზრდელობ", გახარიამ თქვა, რომ ის თავს იცავს.
"ძალიან კარგად იცის, იმ პოლიტსაბჭოს ჩატებშიც რეები აქვს მოწერილი და დაიწყო აქ"- დასძინა მან.