11-მილიონიანი შენობა თბილისის ბიუჯეტს 18 მილიონი უჯდება - კალაძის საეჭვო გარიგებები

27.09.21 11:34
11-მილიონიანი შენობა თბილისის ბიუჯეტს 18 მილიონი უჯდება - კალაძის საეჭვო გარიგებები

დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ, ვარკეთილში თანამედროვე სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის 11 მილიონი ლარი გამოყო, მშენებელ კომპანიას კი წინასწარ 5 მილიონი ლარი ჩაურიცხა. სამუშაოები კი მე-4 თვეა, შეჩერებულია და ადგილი მიტოვებულია.

კალაძე რამდენიმე თვის წინ ამტკიცებდა, რომ სპორტული კომპლექსის მშენებლობა 11 მილიონი დაჯდებოდა, თუმცა  მერიამ წინასაარჩევნოდ  კიდევ ახალი ტენდერი გამოაცხადა  და დამატებით კიდევ 13 მილიონის დახარჯვა გადაწყვიტა. 

ამ დრომდე მერიასა და ძველ კომპანიას შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს. კორუფციის მკვლევარები აღნიშნული კომპლექსის ასაშენებლად ახალი ტენდერის გამოცხადებას საეჭვო გარიგებებს უკავშირებენ. 

ერთი წლის წინ მერიას ეს სპორტული კომპლექსი უჯდებოდა 11 მილიონი ლარი, აღნიშნული ვერ შესრულდა, გაიფლანგა თანხები, 5 მილიონი გადაუხადეს კომპანიას, რომელმაც ვერ დაასრულა მშენებლობა. საბოლოო ჯამში 11 მილიონიანი შენობა თბილისის ბიუჯეტს 18 მილიონი უჯდება", - ამბობს ბესიკ დონაძე.