თქვენ შეგეშინდათ ბიძინასი, რომელმაც დაგირეკათ და გითხრათ: "გაჩუმდით, ერთი ადგილი მიაყენეთ და რაც არის გასაკეთებელი გააკეთეთო!" - გახარია ე.წ. კომისიის წევრებს

14.04.25 18:50
თქვენ შეგეშინდათ ბიძინასი, რომელმაც დაგირეკათ და გითხრათ: "გაჩუმდით, ერთი ადგილი მიაყენეთ და რაც არის გასაკეთებელი გააკეთეთო!" - გახარია ე.წ. კომისიის წევრებს

გიორგი გახარიამ ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საუბრის დროს განაცხადა, რომ მის გადაწყვეტილებაზე, დაეტოვებინა პოსტი, არავის ზემოქმედება არ მოუხდენია. 

გიორგი გახარიამ ასევე განმარტა, რომ 2021 წელს, როდესაც თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ბიძინა ივანიშვილმა ამავე კომისიის წევრებს დაურეკა და მათ გაჩუმება მოსთხოვა. 

"თქვენ შეგეშინდათ ბიძინასი" - მიმართა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეა წულუკიანსა და ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხვა წარმომადგენლებს. 

ჩემი გადადგომის მიზეზი იყო ის, რომ ადამიანი, რომელიც ქვეყანას და გუნდს დაპირდა, რომ პოლიტიკიდან სრულად და სამუდამოდ მიდიოდა, პროცესში სრულად შემოვიდა და პროცესი ისე მართა, რომ თითოეული თქვენგანის გადაწყვეტილებაზე იმოქმედა - რაღაც მომენტში ყველა გაქრა!...

თქვენ შეგეშინდათ ბიძინასი, რომელმაც დაგირეკათ და გითხრათ: ახლა გაჩუმდით, ერთი ადგილი მიაყენეთ და რაც არის გასაკეთებელი გააკეთეთო! - თქვენ ამის შეგეშინდათ და მეტი არაფრის! ეს რომ დავინახე, ამიტომ გადავდექი...

შს მინისტრს ზუსტად დაურეკა. ფაქტია, რომ სადღაც 8 საათზე ყველა გაქრით". - განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები