ინფორმაცია, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება მალავდა - თვეზე მეტია, საქართველოს მოქალაქე ოკუპანტების ტყვეობაშია
ინფორმაცია, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება ამ დრომდე მალავდა - "ტვ პირველის" ცნობით, თვეზე მეტია, უკანონო პატიმრობაშია კიდევ ერთი მოქალაქე, გელა გოჭოშვილი.
როგორც ირკვევა, გელა გოჭოშვილი ოკუპანტებმა აგვისტოში გაიტაცეს. რა ტერიტორიიდან მოხდა ახალგაზრდა მამაკაცის გატაცება, უცნობია.
საქართველოს მოქალაქე ამ დროისთვის ცხინვალის წინასწარი დაკავების იზლატორშია.
სუსი-ს ინფორმაციით, 2021 წელს ოკუპანტებმა საქართველოს 33 მოქალაქე გაიტაცეს. ამ დროისთვის ოკუპირებულ რეგიონში მხოლოდ ორი მათგანი რჩება.