დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის ფარგლებში - ღარიბაშვილი

27.09.21 12:37
დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის ფარგლებში - ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ მოსმენებს კანონის ფარგლებში აწარმოებენ.

ღარიბაშვილმა კრიტიკული მედიის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებს ფაბრიკაცია უწოდა და მეტი განმარტების გაკეთება არ ისურვა: 

თქვენ თუ მხედველობაში გაქვთ ის ფაბრიკაცია, რომელიც ,,მთავარი არხმა" და ,,TV პირველმა" გაავრცელეთ, ამის თაობაზე მე უკვე გავაკეთე ერთხელ კომენტარი, მეორედ აღარ ვაპირებ. ეს არის ფაბრიკაცია, პირდაპირი შეთქმულება და შეტევა ეკლესიაზე, სახელმწიფოზე.

რაც შეეხება მოსმენებს, მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება, კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფოც არ არის გამონაკლისი. ჩვენ დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის მიხედვით და კანონის ფარგლებში", -აცხადებს ღარიბაშვილი.