ბარის სტუმრებს მოტყუებით აკისრებდნენ თანხას, უარის შემთხვევაში, ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ - დაკავებულია 6 პირი

15.04.25 12:12
ბარის სტუმრებს მოტყუებით აკისრებდნენ თანხას,  უარის შემთხვევაში, ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ - დაკავებულია 6 პირი

სპეცოპერაცია თბილისში - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობის საქმეზე დააკავეს 6 ადამიანი.

ურკვევა, რომ ოპერაციაში გენერალური პროკურატურააც მონაწილეობდა. 

გომელაურის უწყების ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული არიან:

  • სომხეთის მოქალაქე 2005 წელს დაბადებული გ.ჰ.,
  • უკრაინის მოქალაქე 1986 წელს დაბადებული ტ.კ.,
  • წარსულში ნასამართლევი რუსეთის მოქალაქე 1994 წელს დაბადებული თ.ა.,
  • 2004 წელს დაბადებული კ.კ.,
  • 1996 წელს დაბადებული ა.ტ.
  • წარსულში ნასამართლევი 1992 წელს დაბადებული გ.ა.

საქმის მასალების მიხედვით,  თბილისში მდებარე ერთ-ერთი ბარის მფლობელს ბრალდებულ თ.ა.-ს დასაქმებულ პერსონალთან ერთად შემუშავებული ჰქონდა თაღლითობის გეგმა, გადანაწილებული ჰქონდათ როლები და მათ დაწესებულებაში შესულ მოქალაქეებს თაღლითურად აკისრებდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხას.

შსს-ში ამბობენ იმასაც, რომ იმ შემთხვევაში თუ სტუმარი უარს აცხადებდა თანხის გადახდაზე, თანამშრომლები მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლას ახორციელებდნენ და ამ გზით ცდილობდნენ მოთხოვნილი თანხის მიღებას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.