რისი პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, რამე მოხდა? დავაშავეთ რამე? - გომელაური მოსმენებზე

27.09.21 12:42
რისი პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, რამე მოხდა? დავაშავეთ რამე? - გომელაური მოსმენებზე

სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამოჟონილ ინფორმაციაზე შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი პასუხისმგებლობას არ გრძნობს. 

როგორც ვახტანგ გომელაურმა მედიას განუცხადა, ის, რომ სუს-ი ვინმეს უსმენს, "ჟურნალისტების ინტერპრეტაციაა". 

უკანონო იყო? გამოძიება დაწყებულია, დაელოდეთ, ნუ ხართ სულსწრაფები. რისი პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, რამე მოხდა? დავაშავეთ რამე?

ეგ თქვენი ინტერპრეტაციაა, უკანონო იყო რაც გავრცელდა? დაელოდეთ და ნახავთ პასუხს. ნუ ხართ სულსწრაფები", - განაცხადა შსს მინისტრმა.