უკავშირდება დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან პროვოცირებულ ქმედებებს - ღარიბაშვილი დნმანისზე
სისხლიანი დაპირიპირება დმანისში და ორი დაჭრილი - საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, მომხდარი "დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან პროვოცირებულ ქმედებებს უკავშირდება".
პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა, დაკავებულია პიროვნება, რომელიც, სხვათა შორის, მკურნალობდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. თუმცა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უკავშირდება დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან პროვოცირებულ ქმედებებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ პროვოკაციებს უნდა ვუპასუხოთ მშვიდად და რამდენიმე დღე მოვითმინოთ", - თქვა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის მტკიცებით, საარჩევნო კამპანია აბსოლუტურად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
,,ქართულმა ოცნებამ" ყველა მუნიციპალიტეტში უმაღლეს დონეზე უმაღლესი სტანდარტით ჩაატარა საარჩევნო კამპანია"- დასძინა მან.