მოსახლეობას არ აინტერესებს ამა თუ იმ ადამიანის ნარკოდამოკიდებულება
"ქართული ოცნება" რიტორიკას ცვლის, გიორგი გახარიას შესაძლო ნარკოდამოკიდებულებაზე მმართველი პარტია აღარ საუბრობს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "მოსახლეობას არ აინტერესებს ამა თუ იმ ადამიანის ნარკოდამოკიდებულება".
არ არის საინტერესო, ნამდვილად არ არის საინტერესო. მე ვფიქრობ, ვისაც სდებენ ბრალს, მან უნდა დაამტკიცოს, არის თუ არა ნარკომანი. ჩვენს მოსახლეობას არ აინტერესებს ამა თუ იმ ადამიანის ნარკოდამოკიდებულება.
ირაკლი კობახიძემ გახარიას "კოკაინშიკი" უწოდა.