ეს არის ფაბრიკაცია - ღარიბაშვილი ფარულ ჩანაწერებზე
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გამოძიებას არ ელოდება და ამბობს, რომ სუსი-დან გამოჟონილი ჩანაწერები ფაბრიკაციაა, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მოსმენებს კანონიერად აწარმოებს.
ეს არის ფაბრიკაცია და პირდაპირი შეთქმულება და შეტევა ეკლესიაზე, სახელმწიფოზე. მოსმენებს რაც შეეხება, ჩვენ დიახაც ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის ფარგლებში.
გამოძიებამ უნდა დაადგინოს იდენტიფიცირება, ავთენტურობა უნდა შეისწავლოს, მოახდინოს ანალიზი, რა იყო რეალურად ფაბრიკაცია და რა იყო ნამდვილი ჩანაწერი, საბოლოო პასუხებს გასცემს გამოძიება, იმდენად არასერიოზული და ტყუილის შემცველი ჩანაწერები იყო, რომ ბუნებრივია, ჩვენ ველოდებოდით რომ ეს იყო დიდი სიყალბე", - თქვა ღარიბაშვილმა.