გახარია: დიახ, ჩვენ მუნიციპალური არჩევნებისთვის ვემზადებით
გიორგი გახარია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს - განცხადება “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გადაცემა „რეაქციაში“ გააკეთა.
"მუნიციპალურიარჩევნებისთვის ვემზადებით, გავალთ თუ არა, მერე გადავწყვეტთ" - ასეთია ექსპრემიერის პოზიცია.
როგორც გახარიამ ინგა გრიგოლიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მისი პარტია როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება.
“ჩვენ ვემზადებით ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთად, ოქტომბერში. თუ არ დაინიშნა მერე გადავწყვეტთ, გავალთ, თუ არ გავალთ“, - განაცხადა მან.
გიდასტურებთ, რომ კატეგორიულად უარს არ ვამბობ და ვერავინ მათქმევინებს, რადგან ეს ჩვენი და ჩვენი ამომრჩევლების გადსაწყვეტია და ვერანაირი წნეხი, მარჯვნიდან, მარცხნიდან, ახლა სახელებს არ დავასახლებ. მე ყოველთვის იმას ვამბობ, რისი გადათქმაც შემდეგ ძალიან იშვიათად ხდება“,- განაცხადა გახარიამ.
"რეაქციის" წამყვანი დაინტერესდა, თუ "ოცნება" ახალ საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავს, როგორ მოიქცევა "გახარია საქართველოსთვის", რაზეც ექსპრემიერი ამბობს: „აი, რომ არ დაინიშნება, მერე გადავწყვეტთ, მივიღებთ თუ არა მონაწილეობას“.
ჟურნალისტის კიდევ ერთ ჩაკითხვაზე, ნამდვილად ემზადებიან თუ არა ისინი მუნიციპალური არჩევნებისთვის, გახარია პასუხობს, რომ “კი, გიდასტურებთ, ნამდვილად ვემზადებით,ჩვენ მუნიციპალური არჩევნებისთვის ვემზადებით“.
პოლიტიკურ კალენდარზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს არის მონიშნული.
პროდასავლური ოპოზიციის უმეტესობა კამერების წინ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.