მშვიდობიანი და მწვავე პროტესტი შეიძლება, აუცილებელი ნაწილი გახდეს - ბოკერია

27.09.21 13:24
მშვიდობიანი და მწვავე პროტესტი შეიძლება, აუცილებელი ნაწილი გახდეს  - ბოკერია

ოპოზიცია არჩევნების შემდეგ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს არ გამორიცხავს. თუ "ქართული ოცნება" არჩევნებზე 43%-ზე ნაკლები ხმის მიღების შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნებს არ დანიშნავს, ოპოზიცია ქუჩაში გამოვა. 

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია, მიიჩნევს, რომ მწვავე პროტესტი ქვეყნის გადარჩენისთვის უმნიშვნელოვანესი გზა იქნება. 

საერთო ჯამში მკაფიო მარცხი ელის ივანიშვილის რეჟიმს. მშვიდობიანი და მწვავე პროტესტი შეიძლება, აუცილებელი ნაწილი გახდეს ამ ბრძოლისა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლების გადასარჩენად. ოღონდ, პირველი ამოცანა ჯერ არის მძიმე მარცხის დაყენება ივანიშვილის რეჟიმისთვის", - ამბობს გიგა ბოკერია. 

მსგავსი სიახლეები