შაიშმელაშვილი: ჩორჩანა იყო ერთადერთი პრეცედენტი, როდესაც სახელმწიფომ დროული და პრინციპული რეაგირებით შეძლო საკუთარი ტერიტორიის დაცვა
ჩორჩანა იყო ერთადერთი პრეცედენტი, როდესაც სახელმწიფომ დროული და პრინციპული რეაგირებით შეძლო საკუთარი ტერიტორიის დაცვა - ასე ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი თეა წულუკიანის განცხადებას.
- გიორგი გახარია ე.წ. საგამოძებო კომისიის სხდომაზე ტერიტორიების დაკარგვაში დაადანაშაულეს. თეა წულუკიანი ამტკიცებდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს გიორგი გახარიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ გაუფრთხილებია იმის შესახებ, რომ ჩორჩანასთან საგუშაგოს ხსნიდა.
შაიშმელაშვილის თქმით, ე.წ. კომისია უნდა იძიებდეს გინტურის მკვლელობას, საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული მოქალაქეების საქმეს და უნდა ინტერესდებოდეს "ე.წ. “მკვდარი ზონებით” საოკუპაციო ხაზზე"
ჩორჩანა იყო ერთადერთი პრეცედენტი, როდესაც სახელმწიფომ დროული და პრინციპული რეაგირებით შეძლო საკუთარი ტერიტორიის დაცვა!
რას უნდა იძიებდეს თვითმარქვია კომისია:
1. გინტურის მკვლელობა – რატომ ვერ დაიცვა სახელმწიფომ საკუთარი მოქალაქე საოკუპაციო ხაზზე? (მკვლელებს რომ ვერ და არ დაადგენთ ეს ისედაც ცხადია)
2. საოკუპაციო ხაზიდან დაახლოებით 100 გატაცებული მოქალაქის საქმე – რატომ ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო იმ ადამიანების დაცვას, რომლებიც მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ?
3. ე.წ. “მკვდარი ზონები” საოკუპაციო ხაზზე – რატომ არ ხდება მათი ეფექტური მონიტორინგი და გადაფარვა? ბოლო სამი წლის განმავლობაში მომზადებული ანგარიშები და ბრიფინგები რატომ (ან ვისი ინტერესით) იგნორდებოდა?
P.S. ქ-ნო თეა, მწყემსების და იმბეცილების შედგენილ ინფორმაციას ბოლომდე ნუ დაეყრდნობით მაინც 😂
ესე გააგრძელეთ - რუსეთი არ გააღიზიანოთ!!