გახარიას პარტიის წევრს "ოცნების" აგიტატორის ცემაში ადანაშაულებენ, ოპოზიცია პროვოკაციაზე საუბრობს
გიორგი გახარიას პარტიის წევრს, ჯონდო კაპანაძეს, "ქართული ოცნების" აგიტატორი, ნონა გრიგალაშვილი, ცემაში ადანაშაულებს. ინციდენტი სოფელ წაღვლში მოხდა. დაპირისპირება სავარაუდოდ, სააგიტაციო მასალის დაზიანებას მოჰყვა. ქალი საგამოძიებო უწყებაში ჩვენებას ამ წუთებში აძლევს.
ბრალდებებს უკვე უპასუხეს გახარიას გუნდის წარმომადგენლებმა. მათი თქმით, გრიგალაშვილმა კაპანაძეს პროვოკაცია მოუწყო. ,,ქართული ოცნების" წევრი სააგიტაციო მასალას განგებ აზიანებდა.
ჯონდო კაპანაძე სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას გამორიცხავს. მეტიც, ექსპრემიერის გუნდის წევრების თქმით, ისინი "ქართული ოცნების" წარმომადგენელს ცრუ ჩვენების მიცემის გამო უჩივლებენ. პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლები აპირებენ, საოლქო კომისიასაც მიმართონ.
ჩვენს პლაკატებს აზიანებდა. დამიწყო ლანძღვა, რაც შეიძლებოდა, ყველაფერი მითხრა. მივხვდი, რომ პროვოკაციას მიწყობდა. მართლა შეურაცხმყოფელია ის განცხადება, რომ მე ქალს შევეხე"- აცხადებს კაპანაძე.