აუცილებელია, ერთმანეთს გულწრფელად ვუთხრათ სათქმელი - ზალკალიანი ჰარცელზე

27.09.21 14:19
აუცილებელია, ერთმანეთს გულწრფელად ვუთხრათ სათქმელი - ზალკალიანი ჰარცელზე

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის არსებული ურთიერთობა შესაბამის ფორმებშია.

როგორც ზალკალიანმა მედიას უთხრა, საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი რიტორიკა დასავლეთთან ურთიერთობას არ დააზიანებს. 

მისი თქმით, ევროკავშირის ელჩთან კომუნიკაცია ჰქონდა: 

მქონდა მასთანაც კომუნიკაცია და ბუნებრივია, რომ ჩვენ რახან მეგობრები ვართ, აუცილებელია, რომ ერთმანეთს გულწრფელად ვუთხრათ სათქმელი, როდესაც არ ვეთანხმებით, ესეც სათქმელია, როცა ეთანხმები, რა თქმა უნდა, ესეც აღსანიშნავია და ვფიქრობ, ისინიც აუცულებლად უნდა იყვნენ ადეკვატური მოვლენების შეფასებაში და ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სათქმელი.

როდესაც არის საუბარი იმაზე, რომ ერთი მხარე მიდის პროვოკაციაზე, უნდა ითქვას, რომ ეს მხარე ამ შემთხვევაში არ იქცეოდა შესაბამისად და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას“, - თქვა დავით ზალკალიანმა.

კარლ ჰარცელმა ირაკლი კობახიძესა და ნიკა მელიას დაპირიპირების შემდეგ  დაწერა, რომ მისასალმებელია კობახიძის მხრიდან ბოდიშის მოხდა.

მსგავსი სიახლეები