"ოცნების" ამომრჩეველმა კარგად იცის, რომ კობახიძესა და ღარიბაშვილს ბევრად სჯობია გახარია - კირკიტაძე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დავით კირკიტაძე, დარწმუნებულია, რომ თბილისში მეორე ტური არ გაიმართება. კითხვაზე, თუ მეორე ტურში კანდიდატები კახა კალაძე და გიორგი გახარია იქნებიან, რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს ,,ენმ", კირკიტაძე არ პასუხობს, თუმცა ამბობს, რომ გახარია კობახიძესა და ღარიბაშვილს სჯობია. ამის შესახებ კირკიტაძემ ანა ახალიას "დღის ამბებში" ისაუბრა.
დარწმუნებული ვარ, რომ "ოცნება" ამ არჩევნებს წააგებს ძალიან მწარედ. კალაძეს ოდნავ მეტი აქვს მხარდაჭერა, ვიდრე აქვს "ოცნებას". "ოცნებისთვის" მთავარი თავდასხმის ობიექტი რატომ არის, იმიტომ რომ ძირძველი "ქართული ოცნების" ამომრჩეველმა კარგად იცის, რომ კობახიძეს და ღარიბაშვილს ბევრად სჯობია გახარია", - ამბობს კირკიტაძე.