ლილუაშვილი არის პაიკი, ჩვენ უფრო სისტემური ცვლილება გვჭირდება - გიგი უგულავა
მე ვფიქრობ, ლილუაშვილის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი ძალიან პატარა კენჭია, როდესაც ჩვენს წინ დიდი ლოდი დევს - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატმა განაცხადა. გიგი უგულავას შეფასებით, აღნიშნული მასშტაბის სკანდალის შემთხვევაში არა უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, არამედ, მთელი სახელისუფლებო ვერტიკალის გადაყენებაა საჭირო.
ასეთ შემთხვევაში უშიშროების უფროსი კი არ მიდის თანამდებობიდან, ასეთ შემთხვევაში მთავრობა მიდის ნორმალურ ქვეყანაში და რიგგარეშე არჩევნები ინიშნება.
ამიტომ ახლა ლილუაშვილზე საუბარი არის ჭანჭიკზე საუბარი. რაღაც თვალსაზრისით ივანიშვილს შეიძლება აწყობდეს, რადგან მოძებნის მეორე ლილუაშვილს. უბედურების წყარო ამ ქვეყანაში არის ივანიშვილი. ტოტალური მოსმენების და ტოტალური პოლიციის თვალთვალის კონტროლის და შანტაჟის სისტემა შექმნა ივანიშვილმა. შესაბამისად, ეს არის ამ ადამიანის ცხოვრების წესი. ის არის ბედნიერი, როდესაც კითხულობს ამ კრეფსებს. ის ტკბება ამ სისაძაგლით, რასაც ამოიკითხავს. ამიტომ ეს სადისტური რეჟიმი უნდა დასრულდეს, რომელიც უკვე ადამიანებს საძინებელებში უვარდება და აღარ დარჩა რაიონი და აღარ დარჩა თემა, ვისაც არ აშანტაჟებენ.
2 ოქტომბერს უნდა გავცეთ მთელმა საზოგადოებამ პასუხი, დავასრულოთ საბჭოთა კავშირი ამ ქვეყანაში და გადავიდეთ კოალიციურ მმართველობაზე, რომელიც მინიმუმადე დაიყვანს ასეთი ტიპის უკანონობას და მარაზმს.
ლილუაშვილი არის პაიკი და ჩვენ, საზოგადოებას, გვჭირდება სისტემური ცვლილება, რომელიც გადის იმაზე, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ უნდა დატოვოს ხელისუფლება და ის დატოვებს ხელისუფლებას და მეორე გადავიდეთ კოალიციურ მართვაზე - განაცხადა გიგი უგულავამ.