თუ "ოცნება" ვადამდელ არჩევნებს არ დანიშნავს, ოპოზიცია ქუჩაში გამოსვლით იმუქრება

27.09.21 15:32
თუ "ოცნება" ვადამდელ არჩევნებს არ დანიშნავს, ოპოზიცია ქუჩაში გამოსვლით იმუქრება

პროტესტი იქნება, მაგრამ მშვიდობიანი! - თუ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნება" ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავს, ოპოზიცია ქუჩაში გამოსვლით იმუქრება.

ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ მმართველი პარტია 40 პროცენტიან მხარდაჭერასაც ვერ იღებს და ამას დასტურად წინასაარჩევნო კვლევები მოჰყავთ. 

ამ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები აუცილებლად იქნება. ეს გამომდინარეობს ქართველი ხალხის მოთხოვნიდან, რომ ქვეყანაში ცვლილებები მოხდეს. რაც არ უნდა გააკეთოს "ოცნებამ", ამ მოთხოვნას წინ ვერ აღუდგება. ივანიშვილს არ მივცემთ საშუალებას, რომ ამ ქვეყნის მომავალი და ევროპული პერსპექტივა მისი პირადი აკვიატებებისა და ხუშტურების გამო დაასამაროს"- განაცხადა "ტვ პირველთან" "ლელოს" წევრმა, საბა ბუაძემ. 

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ხატია დეკანოიძე, ამობს, რომ ,,ოცნებას" მორალური უპირატესობა არ აქვს, ქვეყნის მართვა გააგრძელოს. 

თუ 43%-ს არ აიღებს ,,ქართული ოცნება",  ყველა პარტიული ორგანიზაცია, რომელიც არის რეგიონებში ,განულებული და ჩამოშლილი იქნება და საერთოდ, არანაირი მორალური უპირატესობა არ ექნებათ. 

სამ ოქტომბერს ჩვენ გამარჯვებას ვიზეიმებთ და ძალიან მალე დაინიშნება ვადამდელი არჩევნები"- აცხადებს დეკანოიძე. 

მსგავსი სიახლეები