წინასაარჩევნო მოსყიდვა - არჩევნების წინ "ოცნებამ" შემწეობები რეკორდულად გაზარდა

27.09.21 15:10
წინასაარჩევნო მოსყიდვა - არჩევნების წინ "ოცნებამ" შემწეობები რეკორდულად გაზარდა

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და მაჩვენებელმა რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია.

წინასაარჩევნოდ "ქართულმა ოცნებამ" სოციალური შემწეობების დარიგება გადაწყვიტა.  ბოლო ორ თვეში სოციალური დახმარების მიმღებთა რიცხვი  67  ათასით გაიზარდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში შემწეობა 622 932 ადამიანმა და 168 798 ოჯახმა მიიღო, რაც ქვეყნის მოსახლეობის 16.7%-ია. 

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეს "ქართული ოცნების" მხრიდან ხმების მოსყიდვის ნაცნობი ხერხია. "ლელოს" წევრი, საბა ბუაძე, მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია ადამიანების გაჭირვებას წინასაარჩევნოდ იყენებს. 

"ქართული ოცნება" არის ის პოლიტიკური ძალა, რომლის მმართველობის პირობებშიც უკიდურესი სიღარიბე კატასტროფულად გაიზარდა, ეს პარტია ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, ამ ადამიანების უბედურებას იყენებს, როგორც შესაძლებლობას და სოცდაუცველებს ევაჭრებიან ხმებზე, ერთჯერადი დამხარებების, მედიკამენტების და სხვადასხვა მათ მიერ გადახდილი გადასახადებით ნაყიდ სიკეთეებზე", - ამბობს საბა ბუაძე. 

მსგავსი სიახლეები