ლილუაშვილის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს - ხატია დეკანოიძე
ოპოზიცია სუსი-ს უფროსის დაპატიმრებას ითხოვს. ,,ენმ"-ს ლიდერი, ხატია დეკანოიძე, დარწმუნებულია, რომ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად უკანონო მოსმენებში ჩართული ყველა პირი უნდა დაისაჯოს.
ლილუაშვილის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს და ლილუაშვილის გარდა ყველა იმ ადამიანის, ვინც უკანონოდ გვისმენდა ჩვენს ოთახებში. ლილუაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და ყველა, ვინც იმ ბუნაგიდან უსმენს ადამიანებს. როცა იგი ამბობს, რომ არაფერ შუაშია და დამცინავი მზერით უყურებს მოსახლეობას, ბევრი ადამიანი გვინახავს დამცინავი ღიმილით, ლილუაშვილს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა", - თქვა ხატია დეკანოიძემ.