ამ არჩევნებზე საქართველოში იქნება მიხეილ სააკაშვილი - ბარამიძე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ბარამიძე, ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში აუცილებლად ჩამოვა და ამით დიდ რისკზე წავა. ამის შესახებ გიორგი ბარამიძემ ტვ პირველის "დღის ამბებში" ისაუბრა.
განსხვავებით 2020-სგან, ამ არჩევნებზე საქართველოში იქნება მიხეილ სააკაშვილი და ამას ძალიან დიდი როლი ექნება ამ არჩევნების ჩატარებაში და მის შედეგების დაცვაში. ყველამ ხელი უნდა გავანძრიოთ.
ძალიან დიდ რისკზე მიდის, პუტინის მონების ხელში ჩავარდება და ჩაჯდება ციხეში. სადაც იქნება სააკაშვილი, ვიქნებით იქ", - ამბობს გიორგი ბარამიძე.