რაგბის კავშირი კახა კალაძის გასამარჯვებლად - "ტვ პირველმა" "ოცნების" საარჩევნო სქემა გაშიფრა
რაგბის კავშირი კახა კალაძის გასამარჯვებლად - გადამწყვეტ არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატს მორაგბეები ფიზიკურადაც დაეხმარებიან.
"პირველებმა" გაშიფრა სქემა, მივაგენით ადამიანს, ვინც სპორტსმენებს კაბინეტში იბარებს და პირად მონაცემებს სთხოვს.
"ტვ პირველს" წყარო უყვება, რომ საყოველთაო მობილიზაცია კალაძის ცოლის ძმამ, გიორგი არეშიძემ, დაუკვეთა.
ჩვენთვის მოწოდებული ექსკლუზიური ინფორმაციით, რაგბის კავშირის ხელმძღვენელობა მორაგბეებს კაბინეტებში იბარებს და მათ 50 კაციან სიას თხოვს, ვინც 2 ოქტომბრის არჩევნებზე ხმას "ქართულ ოცნებას" და კახა კალაძეს მისცემს.
ამ ყოველივეს კი ბიძინა ივანიშვილის პირადი მშენებელი და რაგბის კავშირის ხელმძღვანელი იოსებ ტყემალაძე კურირებს.
ირკვევა, რომ არჩევნებზე მმართველ პარტიას არასწრულოვანი მორაგბეებიც დაეხმარებიან.
დირექტივის მიხედვით, თითოეული ვალდებულია, ფედერაციაში მშობელი მიიყვანოს პირადობის მოწმობით. მწვრთნელი მონაცემებს იწერს და იღებს გარანტიას, რომ ხმა ნამდვილად ,,ქართული ოცნების" სასარგებლოდ იქნება გამოყენებული.