ახალი სანქციები რეჟიმს - პოლონეთი სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენელს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

17.04.25 19:40
ახალი სანქციები რეჟიმს - პოლონეთი სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენელს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

პოლონეთმა ივანიშვილის რეჟიმის სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენლის  წინააღმდეგ სამოგზაურო სანქციები დააწესა და მათ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა - ინფორმაცია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პლატფორმა X-ზე გაავრცელა

  • შეგახსენებთ, პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა.

ამ დროისთვის უცნობია, ვინ მოხვდა სანქციათა სიაში, თუმცა პოლონური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ სანქცირებულთა შორის არიან ძალოვანებიც.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ივანიშვილის რეჟიმის 8 წარმომადგენელს სანქციები ოპოზიციის წინააღმდეგ მზარდი რეპრესიებისა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე განხორციელებული ძალადობის პასუხად დაუწესა.

საქართველოში ოპოზიციის წინააღმდეგ მზარდი რეპრესიების პასუხად, პოლონეთმა თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა სამართალდამცავი ორგანოების 8 წარმომადგენელს, რომლებიც ასევე პასუხისმგებელნი არიან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე. პოლონეთი მხარს უჭერს ქართული საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს," - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები