ჩემს თვალწინ ჩემივე საარჩევნო ბუკლეტები ჩამოხია, პროვოკაცია მომიწყო - გახარიას თანაგუნდელის გამოკითხვა დასრულდა

27.09.21 17:37
ჩემს თვალწინ ჩემივე საარჩევნო ბუკლეტები ჩამოხია, პროვოკაცია მომიწყო - გახარიას თანაგუნდელის გამოკითხვა დასრულდა

სკანდალში გახვეულმა გიორგი გახარიას თანაგუნდელებმა პოლიციის შენობა დატოვეს. ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატმა გამომძიებლების შეკითხვებს უპასუხა, უარჰყო ,,ოცნების" აგიტატორზე თავდასხმა და გომელაურის სამინისტროს მოსთხოვა, დაიწყოს ახალი გამოძიება ნონა გრიგალაშვილის წინააღმდეგ.  ჯონდო კაპანაძე ,,ქართული ოცნების" აქტივისტს, ნანა გრგალაშვილს, არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

ჯონდო კაპანაძის ინფორმაციით, ,,ოცნების" აქტივისტი ნანა გრიგალაშვილი მის სააგიტაციო ბუკლეტებს ხევდა, რამდენჯერმე მოხდა მისი გაფრთხილება.

პოლიციაში დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, მით უმეტეს, ჩემი მხრიდან, პირიქით, სადავო იქით მაქვს, პროვოკაცია მომიწყო, ჩემს სააგიტაციო სურათებს ხევდა გრიგალაშვილი ჩემს თვალწინ, პოლიციამ გამომკითხა და გამომიშვა ამბობს კაპანაძე.

გახარიას თანაგუნდელები აპირებენ, ცრუ ჩვენების მიცემისთვის ნანა გრიგალაშვილს სასამართლოში უჩივლონ. ტვ პირველის ინფორმაციით, ნანა გრიგალაშვილი სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა შენობის უკანა გასასვლელიდან დატოვა და მის შემდეგ მის პოვნას ჟურნალისტები ვერ ახერხებენ, გრიგალაშვილი არც სატელეფონო ზარებს პასუხობს.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

 

 

მსგავსი სიახლეები