"ოცნება" განაცდა - გიორგი გახარია

27.09.21 21:26
"ოცნება" განაცდა - გიორგი გახარია

"ოცნება" განაცდა" - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ, გადაცემა "საჯარო პოლიტიკაში" განაცხადა. ექსპრემიერის თქმით, ახლა მათ პარტიას იგივე მეთოდებთან უწევს ბრძოლა, რასაც "ქართული ოცნება" 2012 წელს ებრძოდა. 

იმედგაცრუება გამოიხატება იმაში, რომ მე და ჩემს მეგობრებს გვიწევს ბრძოლა იგივე მეთოდებთან, რასაც "ოცნება" ებრძოდა 2012 წელს: ზეწოლა, დაშინება, იარაღის ჩადება. ადამიანებს ელემენტალურად ეუბნებიან, რომ თუ ამას მისცემ ხმას, სოციალურ დახმარებას მოგიხსნი. ამ იმედგაცრუების არსი მდგომარეობს იმაში, რომ "ოცნება" განაცდა, - თქვა გახარიამ. 

მსგავსი სიახლეები