"ოცნება" გვაბრუნებს "ნაციონალების" წარსულში - გახარია
პარტია "საქართელოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ქვეყანას "ნაციონალების" წარსულში აბრუნებს. მისი თქმით, მმართველი პარტიის უსუსური ბოსები ამას კაბინეტების და სავარძლების შენარჩუნების მიზნით აკეთებენ.
ამ უსუსურ მდგომარეობაში და არათანმიმდევრული ნაბიჯებით შეიძლება, იქაც მივიდეთ და ამას ვეძახი მე პროცესს, როდესაც "ოცნება" გვაბრუნებს "ნაციონალების" წარსულში. ეს უსუსური დღევანდელი ბოსები ისე დაგვაბრუნებენ იქ, რომ თითონ ვერც მიხვდებიან და ამ დაბრუნების მთავარი მოტივი რა იქნება, იცით? როგორმე სავარძლები, კაბინეტები შეინარჩუნონ, - თქვა გახარიამ.