გახარიას გარეშე დარჩენილ "ოცნებას" რაღაც საკითხებზე პასუხისმგებლობის აღება უჭირს - მეზვრიშვილი

27.09.21 21:47
გახარიას გარეშე დარჩენილ "ოცნებას"  რაღაც საკითხებზე პასუხისმგებლობის აღება უჭირს - მეზვრიშვილი

სუს-იდან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ გიორგი გახარიას გარეშე დარჩენილ "ქართულ ოცნებას" ბევრ საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის აღება უჭირთ. 

გახარიას გარეშე დარჩენილ "ოცნებას" ძალიან ხშირად უჭირს რაღაც საკითხებზე პასუხისმგებლობის აღება. რეალურად, ცდილობენ ეს ადამიანები, დღევანდელი ხელმძღვანელები "ოცნების", რომ დამნაშავე ყოველთვის ეძებონ სხვაში და არ აქვს მნიშვნელობა ეს ვინ იქნება, - ამბობს მეზვრიშვილი.  

მსგავსი სიახლეები